მალე ზამთარი მოდის და

როგორც ცნობილია, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ლინზების სხვადასხვა სეზონზე ტარებისათვის. არსებობს როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის კურორტები. ვიცით უამრავი ტიპის ზამთრის აქტივობები: სნოუბორდი, თხილამურები, ციგურაობა, ალპინიზმი და ა.შ. ასეთ შემთხვევებში ლინზის ტარებაზე არანაირი შეზღუდვა და დაბრკოლება არ არსებობს, პირიქით. ლინზების ტარება რეკომენდებულია ექსტრემალური სპორტის მიმდევართათვის. ასეთ სიტუაციებში, უცაბედი ვარდნის დროს სათვალე ადვილად შეიძლება ჩამოვარდეს და გატყდეს.
ერთადერთი სიფრთხილე რაც უნდა გამოიჩინონ ლინზის ტარების დროს, ზამთრის ექსტრემალური სპორტის მიმდევრებმა არის ის, რომ მათ უნდა ატარონ დამცავი ნიღაბი, UV-ფილტრიანი ლინზები და გამოიყენონ მზის სათვალეები. მზე ზამთარში,მთაშიც ისეთივე მწველია, როგორც ზაფხულში.
აქტუალური კითხვაა შეიძლება თუ არა ლინზების ტარება ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურის პირობებში?
დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, ამ კითხვაზე, სპეციალისტები დადებით პასუხს იძლევიან. თვალის ზედაპირი მუდმივად ინარჩუნებს ერთიდაიგივე ტემპერატურას-დაახლოებით 35 გრადუსს, ამასთანავე „ათბობს“ ლინზას. ტემპერატურის შენარჩუნებას ხელს უწყობს თვალის ხამხამი (ადამიანი თვალს ახამხამებს დაახლოებით ყოველ 3-4 წამში) და თბილი საცრემლე სითხე, რომელიც ბანს ლინზას. გარდა ამისა, მასალა, რომლისგანაც მზადდება რბილი კონტაქტური ლინზები, ინერტულია ტემპერატურის მიმართ. სწორედ ამის გამო კონტაქტური ლინზები, რომელიც სიცივეში მორგებულია თვალზე, არ იყინება, არ დეფორმირდება და არ ვნებს თვალს.
სიცივეში ლინზების მოვლა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ კონტეინერში მოთავსებული ლინზები სითხესთან ერთად გაიყინოს. არ შეიძლება გაყინული ლინზების გამოყენება. აქედან გამომდინარე, აუცილებელად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ლინზები და მოსავლელი ხსნარი იდოს თბილ ადგილას. ტემპერატურის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თერმოპაკეტი.
კონტაქტური ლინზების ტრანსპორტირების დროს ტემპერატურა უნდა იყოს +4-დან +45 გრადუსამდე, თუ ტემპერატურა ეცემა 0 გრადუსამდე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ლინზაში არსებული წყლის შემცველობის კრისტალიზაცია. ამას კი მივყავართ ლინზის დაზიანებამდე.
Cinsel Sohbet Uygulaması.
Yetişkin Sohbet Uygulaması.
Yetişkin Chat Uygulaması.