top of page

სასარგებლო რჩევები კონტაქტური ლინზების მომხმარებლებს!


კონტაქტური ლინზები შეარჩიეთ მხოლოდ ოფთალმოლოგთან; გამოიყენეთ თანამედროვე ტიპის კონტაქტური ლინზები (რბილი კონტაქტური ლინზები);

  • გამოიყენეთ ექიმის მიერ რეკომენდებული სისტემა ან ლინზების მოსავლელი ხსნარი (გამონაკლისია ერთდღიანი კონტაქტური ლინზები); ლინზის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები საპნით;

  • არ გამოიყენოთ კონტაქტური ლინზები „გაციების“დროს, ასევე ანტიბიოტიკებითა და ჰორმონებით მკურნალობის პროცესში. კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს არ არის რეკომენდებული ცურვა, დუშის მიღება და წყლის სხვა პროცედურები.

  • დაუშვებელია, ლინზების გამოყენება ქიმიური ნივთერებებით გაჯერებულ ატმოსფეროში, ასევე ლითონის გადამამუშავებელ ცეხში. ასევე დაუშვებელია, თვალში აეროზოლური ნივთიერების მოხვედრა(ლაკი, საღებავი), რომელიც იწვევს თვალის გაღიზიანებას, აზიანებს ლინზას და ამცირებს მათი გამოყენების ვადას.

  • ლინზების კონტეინერში მოთავსების დროს დარწმუნდით რომ ლინზები სრულად არის დაფარული სითხით; რეკომენდებულია კონტეინერის შეცვლა მაქსიმუმ 3 თვეში ერთხელ;

  • მოერიდეთ კოსმეტიკური საშუალებების (ტუში, წენი), თმის ლაკის, ასევე ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების ლინზის ზედაპირზე მოხვედრას; ლინზის ჩასმა სასურველია მაკიაჟის წასმამდე, ხოლო მისი ამოღება - მაკიაჟის მოშორების შემდეგ;

  • სასურველია მუდამ თან ატაროთ ლინზების შესანახი კონტეინერი და ხსნარი;

  • თუ ხართ კონტაქტური ლინზების მატარებელი, არ გამოიყენოთ თვალის წვეთები ან კრემი ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე;

  • სიწითლის, გაღიზიანების, მხედველობის გაუარესების ან სხვა უარყოფითი რეაქციების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ოფთალმოლოგს;

  • არასოდეს გამოიყენოთ სხვისი კონტაქტური ლინზები.

 
 
 

1 comentario


chat
03 dic 2024

Cinsel Sohbet Uygulaması.

Yetişkin Sohbet  Uygulaması.

Yetişkin Chat  Uygulaması.

Me gusta
bottom of page