სამწუხაროდ, სეზონური ალერგია სულ უფრო ხშირია.
ოფთალმოლოგები გამოარჩევენ თვალის ალერგიის 6 ტიპს და ყველა მათგანი გამოვლინდება კონიუნქტივიტის(თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთება) სახით.
რა ზომები უნდა მიიღონ კონტაქტური ლინზების მომხმარებლებმა, რათა თავიდან აირიდონ ან შეამცირონ სეზონური ალერგიის გამოვლინებები და ამასთან ერთად გააგრძელონ კონტაქტური ლინზების გამოყენება?!
ალერგიული ადამიანი აუცილებლად უნდა მოერიდოს ისეთ სიტუაციას და პირობებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია: თამბაქოს კვამლი, მტვრიანი შენობები, თვალში სიბინძურის მოხვედრა და ა.ს
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
*მოერიდეთ ტყეში და პარკებში სიარულს;
*მანქანის ფანჯარა არ დატოვოთ ღია მართვის პროცესში;
*ყოველ საღამოს დაიბანეთ თავი, რათა მოგშორდეთ მტვერი და ალერგიის გამომწვევი ნაწილაკები არ მოხვდეს თქვენს ბალიშზე;
*ხშირად გამოიყენეთ თვალის დამამშვიდებელი წვეთები;
*ალერგიის დროს უმჯობესია ერთდღიანი კონტაქტური ლინზების გამოყენება.
Comments